ვეტერინარული პრეპარატების შენახვა


ვეტერინარული პრეპარატების შენახვისას  დაიცავით შემდეგი პირობები:


● შესანახი სათავსო უნდა იყოს მშრალი ადგილი, რომელიც იქნება ჩაკეტილი რკინის ან ლითონის ფურცლით აკრული კარებით, ხოლო ფანჯრებზე დამონტაჟდება გისოსები;

● შესანახი ადგილი უნდა იყოს იზოლირებული ცხოველებისგან, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებებისგან, ფუტკრის საკვებისგან და ა.შ.;

● დასაწყობების პირობები უნდა იყოს დაცული მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად;

● ყველა ვეტ. პრეპარატი უნდა შეინახოს თავდაპირველ, ორიგინალ შეფუთვაში, ლითონისგან დამზადებულ კარადებში ან სეიფებში;

● არ უნდა მოხდეს ცარიელი ტარას გამოყენება. უნდა მოხდეს მათი განადგურება ისე, რომ გარემო არ დაბინძურდეს;

● შესანახი ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი განათებით;

● შესანახ სათავსში უნდა მოხდეს ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის რეჟიმების დაცვა, რისთვისაც აღნიშნული ადგილი უნდა აღიჭურვოს შესაბამისი ვენტილაციით, თერმო-ჰიგრომეტრით. ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა უნდა აღირიცხოს, სულ მცირე, 24 საათში ერთხელ მაინც;

● სხვა პირობები, მწარმოებლის რეკომენდაციის მიხედვით, როგორებიცაა სინათლის ზემოქმედება, ცეცხლსაშიშროება, ადვილადაალებადობა და ა.შ.

● ვადაგასული, უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატები უნდა განადგურდეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით.