დანადგარები/აღჭურვილობა


გაითვალისწინეთ, რომ მეფუტკრეობაში დაუშვებელია ნებისმიერი მასალისგან დამზადებული  ინვენტარის გამოყენება!

მეფუტკრეობაში გამოყენებული დანადგარები, აღჭურვილობა და ინვენტარი, მათ შორის, ჭურჭელი და კონტეინერები, რომლებიც პროდუქტთან შეხებაშია:

• დამზადებული უნდა იყოს მასალისგან, რომელიც კვების მრეწველობაში ნებადართულია და გათვალისწინებულია მაღალი მჟავიანობის პროდუქტისთვის;
• არ უნდა იყოს კოროზიული;
• უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და იძლეოდეს დეზინფიცირების შესაძლებლობას.
• საუკეთესოა უჟანგავი ფოლადის გამოყენება.

აკრძალულია: თუთიისგან, სპილენძისგან, რკინისგან, ფოლადისგან, ტყვიისგან, ალუმინისგან დამზადებული მასალის გამოყენება!!

მაღალი მჟავიანობიდან გამომდინარე, თაფლი ამგვარ მასალასთან რეაქციაში შედის, გავლენას ახდენს პროდუქტის ფერსა და არომატზე და შესაძლებელია, ტოქსიკურიც იყოს.