ტრენინგი მეფუტკრეობაში მოსწავლეებისთვის

საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს მეფუტკრეობის დარგში ახალგაზრდების მოზიდვისა და დაინტერესებისთის,ცოდნის გასაღრმავებლად.
ამისათვის ეწყობა და მომავალშიც აქტიურად იგეგმება სასწავლო სახის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მოსწავლეებთან, რაც გაზრდის მათ ცოდნას, ინტერესს ამ სფეროში და მომავალში ჩამოაყალიბებს პროფესიონალ მეფუტკრეებად.  ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებს, ჩაუტარდათ სასწავლო სახის შეხვედრა მეფუტკრეობასთან დაკავშირებით.  მოსწავლეები გაეცნენ ქართული მთის, რუხი ფუტკრის ისტორიას, მის ღირსშესანიშნაობასა და საყოველთაო აღიარებას. ამას გარდა მათ დაწვრილებით მიიღეს ინფორმაცია ფუტკრის ოჯახის შემადგენლობაზე, ბიოლოგიასა და  განვითარებაზე, მის პროდუქტებზე, სასარგებლო თვისებებზე და მათ მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი ღონისძიებები მიიღებს სისტემატიურ ხასიათს და ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში.