ტრენინგი DCFTA-ზე


2017 წლის 30 ნოემბერი - 2 დეკემბერს საქართველო მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ "სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა" (FASSI) - პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგში DCFTA-თან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრის ფარგლებში მოხდა სხვადასხვა აქტუალური თემების განხილვა:
  • ექსპორტი, როგორც ეკონომიკის ზრიდს მთავარი მამოძრაველებული ძალა;
  • DCFTA და საქართველო;
  • ევროპული ბაზრის ძირითადი მოთხოვნები;
  • მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქტის ექპორტი;
  • საკვების უსაფრთხოების სდანდარტები;

ტრენინგი გათვალისწინებული იყო სოფლის მეურნეობის დარგში არსებული დარგობრივი ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე დაკავშირებული არიან მცირე და საშუალო მეწარმეებთან და ფერმერებთან.

ტრენინგი ორგანიზებული იყო: საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA), ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET), ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) და ასოციაცია "ათინათი"-ის (ATINATI) მიერ.