გახდით ჩვენი წევრი

რატომ შეიქმნა საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაცია?

ვინაიდან დღემდე საქართველოში არ არსებობდა “მოქმედი” მეფუტკრეობის ასოციაცია, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა დარგის განვითარებაზე, გაჩნდა იდეა ჩამოყალიბებულიყო საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაცია.
საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაცია - მუდმივად იზრუნებს მეფუტკრეობის განვითარებაზე, გაუწევს სრულ მომსახურეობას ქართველ მეფუტკრეებს და დაეხმარება ყველა იმ პრობლემის გადაჭრაში რაც საფუტკრე მეურნეობაში შეიძლება გაჩნდეს. ორიენტირებული იქნება ფალსიფიცირებული თაფლის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ასევე აქტიურად იმუშავებს ევროპულ ბაზარზე ქართული უნიკალური თაფლისთვის ადგილის დამკვიდრებაზე, მუდმივად მიაწვდის მეფუტკრეებს დარგში არსებულ სიახლეებს და მისცემს მათ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტებში და წარადგინონ საკუთარი პროდუქტი სხვადასხვა გამოფენებზე.
ვინაიდან ჩვენი ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს მეფუტკრეობის განვითარებას, ჩვენ ორიენტირებული ვართ როგორც პროფესიონალ ისე დამწყებ მეფუტკრეებზე. ასოციაციის წევრები მიიღებენ სრულ მომსახურეობას დარგის ნებისმიერი მიმართულებით.
ასოციაციას აქვს ორი განსხვავებული მომსახურეობის პაკეტი:


VIP პაკეტი:
მომსახურეობის საფასური - თვეში 10 ლარი
  • ტრენინგები და კონსულტაციები გამოცდილ/კვალიფიცირებულ მეფუტკრეებთან ;
  • დარგში არსებული სიახლეების გაცნობა;
  • საფუტკრე მეურნეობაში ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვა;
  • წევრი მეფუტკრეების ადვოკატირება;
  • საგრანტო პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ჩართულობა;
  • ლაბორატორიული ანალიზი ფუტკრის: აკარაპიტოზზე, ვაროატოზზე, ნოზემატოზზე სიდამპლეებზე, ასკოსფეროზზე; ინფორმირება მეფუტკრეობაში არსებული კანონებისა და რეგულაციების (მათ შორის პროდუქციის ეტიკეტირება) შესახებ; პროდუქციის გასაღებაზე ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში მონაწილეობაზე დახმარება;
  • ინფორმირება მიმდინარე ფორუმებისა და გამოფენების შესახებ;
  • ფასდაკლების პაკეტით სარგებლობა ხარისხიანი ინვენტარის, პროდუქციის და სხვა აღჭურვილობის შეძენაში;
საბაზისო პაკეტი (sturtap): მომსახურეობის საფასური - თვეში 12.5 ლარი.
პაკეტი მორგებულია დამწყები მეფუტკრეებისთვის;
  • მეფუტკრეობის შემსწავლელი 3 თვიანი კურსის გავლა;
  • გამოცდილ/კვალიფიცირებულ მეფუტკრეებთან კონსულტაცია;
  • დარგში არსებული სიახლეების გაცნობა;
  • სრული ინფორმირება მეფუტკრეობაში არსებული კანონმდებლობის შესახებ;
  • საფუტკრე მეურნეობაში ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვა;