ჩვენს შესახებ


საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაცია ეს არის მეფუტკრეთა გაერთიანება, რომელიც დაარსდა 2017 წლის 1 აგვისტოს. მეფუტკრეობაში გაჩენილმა პრობლემებმა დაგვანახა, რომ ქვეყანაში აუცილებელია არსებობდეს მეფუტკრესა და სახელმწიფოს შორის მედიატორის ფუნქციის შემსრულებელი ორგანო, რომელიც ორიენტირებული იქნება მეფუტკრეობაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე, მეფუტკრეობის განვითარებისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე, პოპულარიზაციაზე ახალგაზრდებში, მათ სწავლება გადამზადებაზე, ფალსიფიცირების წინააღმდეგ ბრძოლაზე, სწორედ ამიტომ ჩვენ ვცდილობთ შევეჭიდოთ ამ პრობლემებს ქართველ მეფუტკრეებთან ერთად და წარმოვადგენდეთ ქართველი მეფუტკრეების ხმას, რომელიც მუდმივად იმუშავებს მეფუტკრეობის ეფექტური, მდგრადი და მომგებიანი ინდუსტრიისთვის.

ძირითადი მიზნები:

•    სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ფერმერების ინფორმირება დარგში არსებული სიახლეების შესახებ;
•  საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება, თანამშრომლობის კოორდინაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სამეცნიერო გაერთიანებებთან, უცხოეთის მეფუტკრეობის წამყვან სამეცნიერო კავშირებთან და ასოციაციებთან;
•   ასოციაციის წევრი ფერმერების ხელშეწყობა საფუტკრე მეურნეობისთვის საჭირო ხარისხიანი ინვენტარის, პროდუქციის და სხვა აღჭურვილობის შესაძენად;
•    მეფუტკრეობის პროდუქტების რეალიზაციაში ხელშეწყობა;
•    მეფუტკრეებისათვის საფუტკრე მეურნეობებში ვეტერინულ მომსახურეობაში კორდინაცია და ხელშეწყობა;
•    ადვოკატირება, ფერმერთა ინტერესების უფლებების დაცვა;
•    ბაზრის კვლევა;
•    გრანტების მოპოვება და გაცემა;
•    აგროტურიზმის (მათ შორის მეფუტკრეობის ტურიზმი - აპიტურიზმი) განვითარებაზე ხელშეწყობა;
•    ასოციაციის წევრი ფერმერების წახალისება საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში მონაწილეობით.