სიახლეები
ვაროატოზი -  მძიმედ მიმდინარე ინვაზიური დაავადებაა. პარაზიტი ფართოდაა გავრცელებული და იწვევს ფუტკრის ოჯახების დაღუპვას. უკვე მრავალია წელია, რაც ვაროას ტკიპი საკმაოდ დიდ პრობლემად იქცა, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.

გამომომდინარე იქედან, რომ ვაროატოზი კვლავ ძლიერადაა გავცელებული ქვეყნის მასშტაბით და ქმნის დიდ საშიშროებას, საჭიროდ ჩავთვალეთ განგვესაზღვა მის საწინააღმდეგოდ ქვეყანაში შემოტანილი სამკურნალო-პროფილაქტიკური პრეპარატების   ეფექტურობა.
22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ინიციატივით ჩატარდა ღონისძიება: “SOS ეკოლოგიური საფრთხე” რომელშიც საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს მეფუტკრეობის დარგში ახალგაზრდების მოზიდვისა და დაინტერესებისთის,ცოდნის გასაღრმავებლად.
ამისათვის ეწყობა და მომავალშიც აქტიურად იგეგმება სასწავლო სახის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მოსწავლეებთან, რაც გაზრდის მათ ცოდნას, ინტერესს ამ სფეროში და მომავალში ჩამოაყალიბებს პროფესიონალ მეფუტკრეებად. 
რატომ შეიქმნა საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაცია?

ვინაიდან დღემდე საქართველოში არ არსებობდა “მოქმედი” მეფუტკრეობის ასოციაცია, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა დარგის განვითარებაზე, გაჩნდა იდეა ჩამოყალიბებულიყო საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაცია.
საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაცია - მუდმივად იზრუნებს მეფუტკრეობის განვითარებაზე, გაუწევს სრულ მომსახურეობას ქართველ მეფუტკრეებს და დაეხმარება ყველა იმ პრობლემის გადაჭრაში რაც საფუტკრე მეურნეობაში შეიძლება გაჩნდეს. ორიენტირებული იქნება ფალსიფიცირებული თაფლის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

2017 წლის 30 ნოემბერი - 2 დეკემბერს საქართველო მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ "სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა" (FASSI) - პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგში DCFTA-თან დაკავშირებულ საკითხებზე.