ცრუდედა ფუტკრიანი ოჯახების გამოსწორება


გაითვალისწინეთ, რომ ცრუდედების მიერ დადებულ კვერცხიდან მხოლოდ მამალი ფუტკრები იბადებიან. მუშა ფუტკრები თანდათან მცირდებიან და ამიტომ ასეთი ოჯახი ადამიანის ჩაურევლად ისპობა. ამიტომაც სწრაფად უნდა გამოასწოროთ საფუტკრეში აღმოჩენილი ცრუდედიანი ოჯახები.

ცრუდედიანი ფუტკრის ოჯახების გამოსწორების რამდენიმე მეთოდი არსებობს:


I. რადგანაც ცრუდედებს ვერ გაარჩევთ ჩვეულებრივი მუშა ფუტკრისაგან, ამიტომ მათი მოსპობა ფუტკრებს მიანდეთ. ცრუდედიანი ოჯახის გამოსწორება შეგიძლიათ შემდეგნაირად: კარგ ოჯახს წაართვით დედა ფუტკარი, ჩასვით იგი გალიაში და მოათავსეთ ცრუდედიან ოჯახში, შემდეგ ცრუდედიანი ოჯახი დადგით კარგი ოჯახის ადგილას (რომელსაც ამოაცალეთ დედა ფუტკარი) კარგი ოჯახი კი ცრუდედიანო ოჯახის ადგილას. გადაადგილება მოახდინეთ კარგ ამინდში, ღალიანობის პერიოდში.
ნორმალური ოჯახის მუშა ფუტკრები დაბრუნდებიან რა მინდვრიდან და შევლენ თავის სკის ადგილას დადგმულ ცრუდედიან ოჯახში ნახავენ ცრუ დედებს და სწრაფად გაანადგურებენ მას, რადგანაც მიჩვეულები არიან ნორმალურ განაყოფიერებულ დედას. მეორე დღეს შეგიძლიათ გაანთავისუფლოთ დედა ფუტკარი. ცრუდედიან ოჯახის ადგილზე მოთავსებულ ნორმალურ ოჯახს, კი მიეცით განაყოფიერებული დედა გალიით, ფუტკრები მას ადვილად მიიღებენ.

II. იმ შემთხვევაში თუ ცრუდედიანობას დროულად აღმოაჩენთ, შეგიძლიათ ოჯახს მისცეთ ჩაკვერცხილი ფიჭა მასზე მსხდომი ახალგაზრდა ძიძა ფუტკრებით და გალიით დამწყვდეული დედით, რომელსაც ფუკტრები ორ დღეში მიიღებენ, შეგიძლიათ დედის გამოსასვლელ ხვრელი ცვილით დაფაროთ,  ფუტკრები გამოღრღნის პროცესში ეჩვევიან დედა ფუტკარს და  მშვიდობიანად გამოუშვებენ.

III. იმ შემთხვევაში თუ ცრუდედიანი ოჯახი სუსტია და ფუტკარი ორ სამ ჩარჩოზე მეტს არ ჰფარავს, საჭიროა მისი რომელიმე ახლო მდგარ ნორმალურ ფუტკრიან ოჯახთან შეერთება.

IV. ცრუდედიანი ოჯახიდან ამოიღეთ რაც შეიძლება მეტი თაფლიანი და ცარიელი ფიჭები, დაბერტყეთ ფუტკრები და დააყოვნეთ ფუტკრები რომ ცოტა ხანი დამშვიდდეს, შემდეგ კი სკა გადადგით სხვა ადგილას, მის ადგილას კი მოათავსეთ სათადარიგო სკა მცირედ თაფლიანი ფიჭებით, ახალგაზრდა ძიძა ფუტკრებით და ახლადგამოჩეკილი ბარტყით დედით. ერთ დღეში ცრუდედიანი ოჯახიდან ყველა მოღალე ფუტკარი დაბრუნდება ძველ ადგილას მოთავსებულ ახალ სკაში, ცრუდედიან ოჯახში კი დარჩება მხოლოდ ცრუდედები, რომლებსაც დაუბოლებენ საბოლებლით.