ფუტკრის ოჯახების შეერთება


გაითვალისწინეთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჯანმრთელი ოჯახის ავადმყოფ და ნაავადმყოფარ ოჯახთან შეერთება და პირიქით!

I მეთოდი:

ფუტკრის ოჯახების შეერთებისთვის უდედო ოჯახი მიიტანეთ შესაერთებლად დედიან ოჯახთან. დედიან ოჯახს ამოაცალეთ ბარტყისაგან თავისუფალი ჩარჩოები, ბუდე კი ერთ მხარეს გადააწყვეთ, რის შედეგადაც დედიან სკაში მიიღებთ უდედო ოჯახისათვის ცარიელ ფართობს. სკაში დარჩენილი ჩარჩოები დაამუშავეთ პიტნის სიროფით.

შეერთების დროს უდედო ოჯახიდან ჩარჩოები 2-3 ერთად ამოიღებთ და გადაიტანეთ დედიან ოჯახში (დაამუშავეთ პიტნის სიროფით), რომ ფუტკარმა ადრე არ იგრძნოს სხვა ფუტკართან შეერთება, ნელ-ნელა ფუტკრები ერთმანეთთან გადავლენ და ერთმანეთში აირევიან, ერთმანეთის სუნს აიღებენ და აღარ დახოცავენ ერთამნეთს.

იმ შემთხვევაში თუ ფუტკარს არ ააღელვებთ და თავიანთი ჩარჩოდან არ გაფანტავთ ისინი თანდათან თვითონვე ერთმანეთს შეეჩვევიან და უპრობლემოდ შეუერთდებიან.

II მეთოდი:
ფუტკრის ოჯახების შეერთება ასევე შეგიძლიათ მცირედით განსხვავებული მეთოდიდაც, კერძოდ შესაერთებელ ოჯახებს შორის მთელს სიმაღლეზე ტიხრის მაგიერ გამოიყენეთ გაზეთის ქაღალდი, რომელსაც ექნება ფანქრით რამდენიმე ნახვრეტი. ფუტკრები ამ ნახვრეტს გააფართოვებენ, საერთო სუნის მიღების შემდეგ კი უდედო ოჯახის ფუტკრები დედიან ოჯახში ხვრელებით გავლენ და შეერთდებიან. მეორე, მესამე დღეს შეგიძლიათ გაზეთი ამოაცალოთ (ამ შემთხევევაშიც საწიროა პიტნის სიროფის ჩარჩოებზე შესხმა).

იმ შემთხვევაში თუ შემოდგომისთვის გყავთ სუსტი ოჯახები შეაერთეთ ისინი, რადგან კარგად გამოიზამთრონ. შემოდგომაზე ოჯახების შეერთება შეგიძლიათ აგვისტო-სექტემბრიდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე (რეგიონების მიხედვით).