ფუტკრის ოჯახის სიძლიერის და დედა ფუტკრის არსებობის განსაზღვრა სკაში

მთავარი ხილვის დროს, ფუტკრის ოჯახების სიძლიერის შეფასება შეგიძლიათ სკაში ფუკტრების რაოდენობის განსაზღვრით, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ფუტკარი 6-7 ჩარჩოზე მეტს ფარავს იგი მძლავრ ოჯახად ითვლება, 4-5 ჩარჩოზე - საშუალოდ,  2-3 ჩარჩოზე - სუსტად. შესაძლებელია რომ საფუტკრეში 1-2 ჩარჩოიანი ფუტკრის ოჯახებიც შეგხვდეთ.

იმ შემთხვევაში თუ სუსტ ოჯახებს ძველი ან ცუდი დედა ფუტკარი ჰყავს საჭიროა შეცვალოთ დედა და სხვა ოჯახის ხარჯზე მწიფე ბარტყით გააძლიეროთ ოჯახი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საფუტკრეში სათადარიგო დედა ფუტკარი არ მოგეპოვებათ შეუერთეთ იგი სხვა ოჯახს.
ჯანმრთელი და ახალგაზრდა დედიანი სუსტი ოჯახების შემთხვევაში კი 1-2 მწიფე ბარტყიანი ჩარჩოს ჩადგმით, უხვი კვებითა და კარგი დათბუნებით მთავარ ღალიანობამდე მოასწრებენ ნორმალურ მოსავლიან ოჯახად ქცევას.

იმისთვის რომ განსაზღვროთ ოჯახში არსებობს თუ არა დედა ფუტკარი და ვარგისია თუ არა იგი ამაზე ზუსტ წარმოდგენას იძლევა ბარტყის რაოდენობა და მისი ხარისხი.

თუ კვერცხი, ღია და მწიფე ბარტყი განლაგებულია ჩარჩოზე თანმიმდევრობით, უჯრედების გამოუტოვებლად, ეს ნიშნავს, რომ დედა ფუტკარი ჯანმრთელია და ვარგისია. იმ შემთხვევაში თუ ბარტყი მცირე რაოდენობითაა, გაფანტულია უჯრედების გამოტოვებით ან ერთ უჯრედში რამდენიმე კვერცხია ჩადებულია საჭიროა გამომწვევი მიზეზის გაგება, ამის მიზეზი შეიძლება იყოს:

1.  დედა ფუტკრის სიბერე;
2.  დაზიანებული დედა ფუტკარი. შეიძლება დედა ფუტკარი დასახიჩრებულია, გაჭყლეტილი ან მოწყვეტილი აქვს მუცელი;
3.  სკაში ციტა მუშა ფუტკარია ან ოჯახი ნაშიმშილარია;
4.  ბუდის სივიწროვე და კვერცხისათვის ვარგისი უჯრედების უქონლობა;
5.  ძალიან ფართე და ცივი ბუდე;
6.  საკვების სიმცირე ან მისი უვარგისობა.

უვარგისი დედა ფუტკრის არსეობის შემთხვევაში საჭიროა სწრაფად მოაშოროთ იგი ოჯახიდან და სამაგიეროდ მისცეთ კარგი, ახალგაზრდა განაყოფიერებული დედა ფუტკარი. არის შემთხვევები, როდესაც დედა ფუტკარი შეხედულებით ჯანმრთელია, ახალგაზრდაც კი, მაგრამ სკაში მხოლოდ სამამლე ბარტყია, ამის მიზეზი არის ის, რომ შემოდგომიდან ამ ოჯახს გაუნაყოფიერებელი დედა ფუტკარი გაჰყოლია. ზამთარში და ადრე გაზაფხულზე მას განაყოფიერება არ შეეძლო და ამიტომ გაუნაყოფიერებელი - სამამლე კვერცხების დება დაიწყო. საჭიროა გაუნაყოფიერებელი დედა ფუტკარი შეცვალოთ განაყოფიერებული დედა ფუტკრით, რადგან მას დაკარგული აქვს განაყოფიერების უნარი და ასეთი ოჯახი დაიღუპება.  იგივე შედეგამდე მიხვალთ ცრუ დედიანი ოჯახების შემთხვევაშიც თუ დროულად არ შეცვლით მას.
იმ შემთხვევაში, თუ არანორმალური კვერცხის დება გამოწვეულია მუშა ფუტკრის სიმცირით, ამ ოჯახს უნდა დაუმატოთ ერთი-ორი ჩარჩო მუშა ფუტკარი;

უვარგისი უჯრედებიანი ჩარჩოს შემთხვევაში შუცვალეთ იგი ვარგისიანით;
ცივი და ფართე ბუდე შუმცირეთ და კარგად დათბუნეთ;
თუ ოჯახი საკვების ნაკლებობას განიცდის ჩარჩოებით მიეცით თაფლი ან ინვერსირებული საკვები;