საგაზაფხულო სამუშაოები

გაითვალისწინეთ, რომ ბუდის დროული გაფართოება ფუტკრის ოჯახის გაძლიერების საწინდარია და ამავდოულად ამცირებს ნაყრიანობის შესაძლებლობას.

გაითვალისწინეთ, რომ ცრუდედების მიერ დადებულ კვერცხიდან მხოლოდ მამალი ფუტკრები იბადებიან. მუშა ფუტკრები თანდათან მცირდებიან და ამიტომ ასეთი ოჯახი ადამიანის ჩაურევლად ისპობა. ამიტომაც სწრაფად უნდა გამოასწოროთ საფუტკრეში აღმოჩენილი ცრუდედიანი ოჯახები.

გაითვალისწინეთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჯანმრთელი ოჯახის ავადმყოფ და ნაავადმყოფარ ოჯახთან შეერთება და პირიქით!
მთავარი ხილვის დროს, ფუტკრის ოჯახების სიძლიერის შეფასება შეგიძლიათ სკაში ფუკტრების რაოდენობის განსაზღვრით, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ფუტკარი 6-7 ჩარჩოზე მეტს ფარავს იგი მძლავრ ოჯახად ითვლება, 4-5 ჩარჩოზე - საშუალოდ,  2-3 ჩარჩოზე - სუსტად. შესაძლებელია რომ საფუტკრეში 1-2 ჩარჩოიანი ფუტკრის ოჯახებიც შეგხვდეთ.