მეფუტკრეობაში საჭირო აღჭურვილობა და ინვენტარი

გაითვალისწინეთ, რომ მეფუტკრეობაში ერთ-ერთი უმთავრესია სწორად შერჩეული ინვენტარი, ჭურჭლები და კონტეინერები.

მეფუტკრეობაში გამოყენებული საჭირო ინვენტარი: პირბადე, ასტამი, ჯაგრისი, საბოლებელი, ფიჭის ასათლელი დანა,  სპეციალური მაკერი და ა.შ.
საბოლებელი -  ფუტკრის ოჯახის დათვალიერებისას უნდა გამოიყენოთ, ბოლი, რათა ფუტკარს აგრძნობინოთ საშიშროება და შიმშილისგან თავის დასაცავად დაეწაფონ თაფლს, რაც საკვებით ჩიჩახვ დატვირთულ ფუტკარს ნაკლებად განაწყობს დასანესტრად. საბოლებელში მხრჩოლავი ბოლის მისაღებად გამოიყენეთ: სიმინდის ნაქუჩი მშრალი, დამპალი ხე, ფუტურო,  ტყის ზონაში სოკო, აბედი, წიწვოვანი ხის ქერქი,  და ა.შ.

ასტამი
- მეფუტკრეობის შეუცვლელი ინვენტარი, რომლის გარეშეც საფუტკრეში ვერავითარ სამუშაოს ვერ შეასრულებ. მისი დახმარებით მარტივად ხდება  ჩარჩოების ამოღება სკიდან, ცვილის წანაზარდების აფხეკა, დინდგელის მოშორება ჩარჩოდან, კედლებიდან და ფსკერიდან.

ჯაგრისი
-  სპეციალური, რბილი ჯაგრისით შეგიძლიათ ფუტკრის ჩარჩოებიდან ჩამოცილება თითქმის გაუღიზიანებლად, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საფუტკრეში მშვიდი გარემოს შესანარჩუნებლად.

სპეციალური მარკერი - სასურველია საფუტკრეში გამოიყენოთ დედების დასანიშნი სპეციალურ მარკერი, რაც საშუალებას მოგცემთ დანიშნული ფერით  აკონტროლოთ დედის ასაკი (მეფუტკრეობაში დედების დასანიშნად პირობითად მიღებულია 5 ფერი, ყოველი ფერი სხვადასხვა წელს აღნიშნავს, რითაც ადვილად ვხვდებით დანიშნული დედის ასაკს, თუმცა სკის ნომრის მიხედვით უფრო ადვილია ჟურნალის ინფორმაციას დავეყრდნოთ).

თაფლის დასაწური ინვენტარი
-  ღალიანობის დროს, ფუტკრის მიერ სასაქონლო თაფლის დაგროვების შემდეგ თაფლის გამოსაწურავად დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინვენტარი: თაფლიანი ჩარჩოების გადასაზიდი სპეციალური ყუთი, ფიჭის ასათლელი დანები, კვების პროდუქტებისთვის განსაზღვრული ჭურჭელი (კასრები, თასები, ვედროები).

გაითვალისწინეთ, რომ მეფუტკრეობაში დაუშვებელია: თუთის, სპილენძის, რკინის, ფოლადის, ტყვიის, ალუმინის მასალისაგან დამზადებული ინვენტარის გამოყენება, რადგანაც თაფლი მაღალ მჟავიანობიდან გამომდინარე ამგვარ მასალასთან რეაქციაში შედის, რაც გავლენას ახდენს პროდუქტის ფერსა და არომატზე იგი შესაძლებელია ტოქსიკურიც გახდეს.
ამდენად, საუკეთესოა უჟანგავი ფოლადის და  სპეციალურად პლასტმასის მასალით დამზადებულ ჭურჭელში გამოიყენოთ თაფლის შესანახად.