საფუტკრე მეურნეობისათვის ადგილის შერჩევა და სკების განლაგება

გაითვალისწინეთ, რომ საფუტკრე მეურნეობისთვის სწორად შერჩეული ადგილი საწინდარია ჯანმრთელი და პროდუქტიული ფუტკრის ოჯახის ყოლისა. ადგილის შერჩევისას გაითვალისწინეთ ორი
ძირითადი ფაქტორი: კლიმატური პირობები და საფუტკრის ირგვლივ არსებული ფლორა.
საფუტკრე უმჯობესია განათავსოთ მშრალ, ძლიერი ქარებისგან დაცულ ადგილას, რომელიც არ იქნება ჩავარდნილი და ნესტიანი, სადაც ხშირად არ იქნება  ნისლი და თავს არ მოიყრის ცივი ჰაერის მასები, ამავდროულად არ იქნება მზის გულზე გაშლილი ადგილი. არაა მიზანშეწონილი მისი განლაგება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების ქვეშ ან მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე რადიო, ტელემაუწყებლობის ან ფიჭვური სატელეფონო კავშირგაბმულობის სადგურების ახლოს.
საფუტკრე განათავსეთ:
20-300-იან დაქანების ფერდობზე, სამხრეთ-დასავლეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში;
საფუტკრეს დილით და საღამოს მზის სხივები უნდა მოეფინოს, ხოლო შუადღისას ჩრდილი მიადგეს;
საფუტკრიდან 2-3 კილომეტრის რადიუსში აუცილებელია თაფლმომცემი მცენარეების არსებობა, რომლებიც     ყვავილობენ სეზონის სხვადასხვა დროს და უზრუნველყოფენ ფუტკრების მიერ თაფლის ხანგრძლივად მოპოვებას;
სასურველია, საფუტკრესთან ახლოს იყოს წყლის პატარა ნაკადული, მაგრამ არა დიდი წყალსაცავი;
შეარჩიეთ ისეთი ადგილი სადაც იქნება 8-10 მეტრის სიმაღლის ხეები, სასურველია წიწვოვანი, რადგანაც ისინი შეასრულებენ ქარსაცავის როლს;
არ განათავსოთ საფუტკრე დიდი დასახლებების, საწარმოებისა და ფერმებთან ახლოს;
შემოღობეთ საფუტკრე, რათა დაიცვათ იგი შინაური ცხოველებისაგან და სხვა მავნებლებისაგან.
სკების განლაგების დროს აუცილებლად გაუთვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:
•    არასდროს განალაგოთ ისინი ისე, რომ საფრენებით ერთმანეთს უყურებდნენ. ასეთ შემთხვევაში ისინი ხშირად ოჯახებად ესხმიან თავს ერთმანეთს და ამ დროს იღუპება დედა ფუტკარი;
•    თითოეული სკის წინ  დაუტოვეთ ფუტკრის არანაკლებ 1.5-2 მეტრი, თავისუფალი სივრცე,  ამ შემთხვევაში ფუტკარს არ გაუჭირდება სათანადო სიჩქარე განავითაროს აფრენა-დაფრენისას;
•    დააშორეთ სკების რიგები 3-4 მეტრით;
•    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკა სწორად დადგათ ზედაპირზე და ოდნავადაც არ იყოს გადახრილი, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩარჩოებიც დაიხრება და ეს ხელს შეუძლის ფიჭების მშენებლობას;
•    დადგით სკები 50-70 სმ სიმაღლეზე დასავლეთ საქართველოში, 40-45 სმ სიმაღლეზე  აღმოსავლეთ საქართველოში;
•    შეღებეთ ფუტკრის სკები სხვადასხვა ფერად, რათა არ შეეშალოს ფუტკრებს სკები. სკების შესაღებად გამოიყენეთ არატოქსიკური, უმჯობესია ზეთოვანი საღებავები  - ყვითელი, თეთრი, მწვანე ან ცისფერი ფერები.