ფუტკრის ოჯახის ყიდვა, ტრანსპორტირება

ფუტკრის ოჯახის შეძენისას აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ოჯახების შეძენის პერიოდი, ამისთის  საუკეთესო დროა ადრე გაზაფხული: თებერვალ-მარტი.
ამ პერიოდში შეიძლება ფუტკრის მასა ყველა ჩარჩოზე არ იყოს გასული, მაგრამ  ფუტკარი ინტენსიურად მრავლდება და შესამოწმებლად ადვილია.
პაკეტის ყიდვის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ ფუტკრის ოჯახის სტრუქტურას - აუცილებლად უნდა იყოს ოჯახში დედა, მუშა და მამალი ფუტკრები.  ჩარჩოები უნდა იყოს დაფარული მუშა ფუტკრებით. სტანდარტულ 12 ჩარჩოიან სკაში 60 ათასამდე ფუტკარია, აქიდან აბსოლუტური უმრავლესობა მუშაა, ერთი დედა და რამდენიმე ასეული მამალი.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ჩარჩოებზე თაფლის, ბარტყისა და კვერცხის ოდენობას. თაფლის რაოდენობა ოჯახში უნდა იყოს 4-დან 8 კგ-მდე, ჩარჩოს რაოდენობა უნდა შეადგენდეს 3–4-ს, ყველა ასაკის ბარტყებითა და კვერცხებით, დედა ფუტკრის ასაკი კი  არა უმეტეს ორი წლის.  წრიულად დაკვერცხვა  ნიშანია იმისა რომ დედა ფუტკარი ზედმიწევნით კარგია და ახალგაზრდაა. თუ გაფანტულად დევს კვერცხი უჯრებში, დედა ფუტკარი ძალიან ახალგაზრდა ან კიდევ გადაბერებულია. სკაში უმეტესი ნაწილი უნდა იყოს ახალგაზრდა ფუტკარი და არა გაცრეცილფრთებიანი ძველი თაობის. ახალგაზრდა ფუტკრები უფრო მცირე ტანისა და რუხია, ხოლო ძველი თაობის - შავი.
ფუკტის ოჯახის შერჩევის შემდეგ უმნიშვნელოვანესია მისი სწორი ტრანაპორტირება საკუთარ საფუტკრე მეურნეობამდე. ფუტკრის ოჯახის გადაყვანის სამუშაოები დაიწყეთ საღამოს, როდესაც შებინდდება, რადგანაც ამ დროს ფუტკარი ფრინდება სკაში  და საუკეთესო დროა საფრენის დაკეტვისა და მათი გადაყვანისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ ტემპერატურა და ვენტილაცია, რადგან არ ჩაგეხუთოთ ფუტკარი ტრანსპორტირებისას.
ფუტკრის ოჯახის გადაყვანის დროს აუცილებლად დიცავით შემდეგი ფაქტორები:
•   არ შეიძლება ფუტკრის ოჯახის გადაადგილება მოკლე მანძილზე, რადგან მუშა ფუტკარი დაბრუნდება ძველ ადგილას და სკა დაცარიელდება (5 კმ და მეტი);
•    სკა უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში, ფუტკარი რომ არ გამოვიდეს გადმოყვანის დროს;
•    აუცილებელია რომ სკას ჩაუკეტოთ საფრენი, მასალად შეგიძლიათ გამოიყენოთ ღრუბელი;
•    გაუკეთეთ სკას სავენტილაციო ბადე ძირზე;
•    შეკარით ღვედით და დაამაგრეთ საბარგულზე;
•    სკას საფუტკრეში მიტანინას 15-20 წუთის შემდეგ გახსენით საფრენი.