ვაროატოზი

მეთაფლე ფუტკრის ექტოპარაზიტი - Varroa   Destructor მეფუტკრეობის მთავარ საფრთხედ ითვლება,  იგი ფუტკრის ოჯახის მუდვივი პარაზიტია.  თავდაპირველად მისი გავრცელების არეალი შემოიფარგლებოდა მხოლოდ Apis  Ceranae - თი,  თუმცა გასული საუკუნის მეორე ნახევარში იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა და გახდა მთავარი მიზეზი ევროპასა და აშშ -ში ფუტკრის ოჯახების განადგურების.  მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ არცერთ სხვა პათოგენს არ ქონია ისეთი გამანადგურებელი გავლენა ფუტკრზე,
როგორც ვაროას ტკიპას.