თაფლის ეტიკეტირება

თაფლის ბაზარზე განთავსების დროს აუცილებელია რომ იგი  მიღებული იქნეს ჯანმრთელი ფუტკრისგან და გამოდიოდეს ფუტკრის ინფექციური დაავადებების მხრივ კეთილსაიმედო მეურნეობიდან (რეგიონიდან).
ეტიკეტირების დროს გაითვალისწინეთ:
•   ბაზარზე განთავსებული თაფლი ეტიკეტირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
•   ბაზარზე განთავსებული თაფლის ეტიკეტმა, აღწერილობამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი;
• ბაზარზე განთავსებული თაფლი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მაჩვენებლებს.

•   ბაზარზე განთავსებული თაფლის ეტიკეტზე გამოყენებული ტერმინი (პროდუქტის დასახელება) ზუსტად უნდა ასახავდეს მის მნიშვნელობას:

თაფლი - ბუნებრივად ტკბილი ნივთიერება, პროდუქტი, რომელიც მიიღება მეთაფლე ფუტკრის (Apis mellifera) მიერ ყვავილის მტრის ან ცვარტკბილის, მისი შეგროვების, დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) და ფიჭაში მომწიფების მიზნით შენახვის შედეგად;
თაფლი ყვავილის ანუ თაფლი ნექტრის (blossom honey ან nectar honey) - თაფლი, მიღებული მცენარ(ეებ)ის ყვავილის ნექტრისაგან;
თაფლი ცვარტკბილის* (honeydew honey) - თაფლი, მიღებული ცვარტკბილისაგან;
თაფლი ფიჭის (comb honey) - თაფლი, ცვილისაგან დამზადებული მთლიანი დაბეჭდილი ფიჭით ან ფიჭის ნაჭრები;
თაფლი ფიჭიანი (chunk honey or cut comb in honey) - თაფლი, ფიჭის ერთი ან რამოდენიმე ნაჭრით;
თაფლი გა(მო)წურული/დაწურული (drained honey) - თაფლი, მიღებული დაუბეჭდავი ფიჭის თვითდაწურვით;
თაფლი ექსტრაგირებული (extracted honey ) - თაფლი, მიღებული დაუბეჭდავი ფიჭის ცენტრიფუგირებით;
თაფლი დაწნეხილი (დაპრესილი) (pressed honey) -  თაფლი მიღებული ფიჭის დაწნეხით (დაპრესვით). არაუმეტეს 450 C ტემპერატურაზე გაცხელებით ან გაცხელების გარეშე;
თაფლი გაფილტრული (filtered honey) - თაფლი, რომელსაც ფილტრაციის შედეგად მოცილებული აქვს ყვავილის მტვრის მნიშვნელოვანი რაოდენობა და უცხო წარმოშობის ორგანული და არაორგანული მინარევები;
თაფლი საკონდიტრო (Baker's honey) - თაფლი, რომელსაც აქვს უცხო გემო და სუნი და/ან ფერმენტირებულია, ან იწყებს ფერმენტაციას, ან/და გაცხელებულია, სრულად ვერ აკმაყოფილებს ნატურალური თაფლის მახასიათებლებს და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამრეწველო მიზნებისათვის ან სურსათში ინგრედიენტის სახით;
თაფლი მონოფლორული - თაფლი, რომელსაც ფუტკარი ამზადებს მხოლოდ ერთი სახეობის მცენარის ყვავილის ნექტირსაგან;
თაფლი პოლიფლორული - თაფლი, რომელსაც ფუტკარი ამზადებს სხვადასხვა სახეობის მცენარის ყვავილის ნექტარისაგან;
თაფლი შერეული - ყვავილის (ნექტრის) თაფლისა და ცვარტკბილის თაფლის ბუნებრივი ნარევი.

•  ბაზარზე განთავსებული თაფლის ეტიკეტზე ნებადართულია ტერმინების: თაფლი ყვავილის ანუ თაფლი ნექტრის, თაფლი ცვარტკბილის, თაფლი გა(მო)წურული/დაწურული, თაფლი ექსტრაგირებული, თაფლი დაწნეხილი (დაპრესილი) ტერმინების ნაცვლად, ტერმინი „თაფლის“ გამოყენება;
•   ცვარტკბილის და ყვავილის (ნექტრის) თაფლის შერეული პროდუქტის ეტიკეტზე დაშვებულია, გამოყენებული იქნეს ტერმინი - “ცვარტკბილის თაფლისა და ყვავილის (ნექტრის) თაფლის ნარევი”;

•    დაშვებულია თაფლის ეტიკეტზე, გარდა გაფილტრული თაფლის და საკონდიტრო თაფლისა, აღნიშნულ იქნეს:

    რეგიონალური, ტერიტორიული ან ტოპოგრააფიული რაიონი, თუ ის უშუალოდ აღნიშნულ არეალშია მიღებული;
  მცენარის ან მცენარეების დასახელება, თუ თაფლი სრულად ან ძირითადად მიღებულია ამ მცენარის ამ მცენარეების ყვავილის ნექტრისაგან და ახასიათებს ფიზიკურ-ქიმიური, ორგანოლეპტიკური და მორფოლოგიური მახასითებლები, რომლებიც მხოლოდ მცენარის ამ მცენარეების ყვავილის ნექტირსაგან მიღებული თაფლისთვის არის დამახასიათებელი. ამ შემთხვევაში, მცენარის ბოტანიკური დასახელება მითითებული უნდა იქნეს უშუალოდ სიტყვა “თაფლთან (მაგ. თაფლი აკაციის” თაფლი წაბლის”)ერთად;
   სპეციფიკური ხარისხობრივი მახასიათებლები.

•   საკონდიტრო თაფლის ეტიკეტზე, პროდუქტის დასახელებასთან ახლოს, უნდა მიეთითოს სიტყვები: „განკუთვნილია მხოლოდ საკონდიტრო წარმოებისათვის“.
•  თუ საკონდიტრო თაფლი ინგრედიენტის სახით გამოიყენება სურსათის წარმოებაში, ტერმინი „თაფლი“ შეიძლება გამოყენებული იქნეს ტერმინ „საკონდიტრო თაფლის“ ნაცვლად. ამ შემთხვევაში, აუცილებელია ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებული იქნეს ტერმინი - „საკონდიტრო თაფლი“.
•   თაფლის სატრანსპორტო ტარაზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საცალო ვაჭრობისათვის, მარკირებაში მითითებული უნდა იქნეს პროდუქტის დასახელება, პარტიის ნომერი და იმ ბეზნესოპერატორის დასახელება და მისამართი, რომელიც ახორციელებს თაფლის შეფუთვასა და დისტრიბუციას.
•    ეტიკეტირების დროს არ არის დავალდებულო თაფლისვის შენახვის ვადის მითითება;
• ეტიკეტზე სავალდებულოა სურსათის წარმოშობის ქვეყნის აღნიშნვა, ასევე მწარმოებლის, დამფასოებლის, დისტრიბუტორის, იმპორტიორის ან ექსპორტიორის დასახელების, მისამართის, პარტიის აღნიშნვა;
•   სავალდებულოა სურსათის ეტიკეტზე დამზადების თარიღის – რიცხვი, თვე და წელის აღნიშნვა. დღე, თვე და წელი მოცემული უნდა იქნეს ციფრული თანმიმდევრობით, დასაშვებია თვის აღნიშნვა სიტყვით; • ინფორმაცია ენერგეტიკული ღირებულების შესახებ გამოსახული ინდა იქნეს კილოკალორიებში (კკალ) ან კილოჯოულებში (კჯ).
•    ინფორმაცია სურსათის სპეციფიკურ თვისებებზე:
 დაუშვებელია სურსათის ეტიკეტზე ისეთი ინფორმაციის განთავსება, რომელშიც მითითებულია, რომ აღნიშნული სურსათი შეიცავს შეუცვლელ საკვებ ნივთიერებებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნივთიერებებისა;
 დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის განთავსება, რომელიც მომხმარებლისათვის საეჭვოს ხდის სხვა ანალოგიური სურსათის მოხმარებას;
 დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის განთავსება, რომელშიც გამოყენებულია აღმატებითი და შედარებითი ტერმინები, როგორიცაა „სასარგებლო“, „გამაჯანსაღებელი“, „ხარისხიანი“ და სხვა;
 დასაშვებია ისეთი ინფორმაციის განთავსება, რომლის მიხედვითაც სურსათმა შეიძინა სპეციფიკური თვისებები იმ ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების და ამინომჟავების დამატებით, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
 დასაშვებია ადამიანის ორგანიზმში საკვები ნივთიერებების ფიზიოლოგიური ფუნქციის შესახებ სათანადო ინფორმაციის განთავსება. (მაგ. „კალციუმი ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების გამაგრებას“, „შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას“ და სხვა).

*ცვარტკბილი (Honedrew) – მწერების (Hemiptera) მიერ მცენარის წვენი გადამუშავებისას გამოყოფილი ტკბილი სითხე. ასევე, ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში მცენარის ფოთლებებზე ან სხვა ნაწილებზე გამოყპფილი ტკბილი სითხე;