მოთხოვნები თაფლის მიმართ

თაფლის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია ნახშირწყლები - ფრუქტოზა და გლუკოზა, ორგანული და არაორგანული მჟავები, ფერმენტები, მიკროელემენტები და წყალში
უხსნადი მყარი ნაწილაკები.
თაფლის ფერი შეიძლება იცვლებოდეს უფეროდან მუქ ყავისფერ შეფერილობამდე.
კონსისტენციის მიხედვით, თაფლი შეიძლება იყოს თხევადი, ბლანტი, სრულად ან ნაწილობრივ გამოკრისტალებული.
თაფლის არომატი და გემო დამოკიდებულია იმ მცენარის სახეობაზე, რომლის ყვავილის ნექტრიდანაც მიღებულია თაფლი.

!! დაუშვებელია:

ბაზარზე განთავსებულ თაფლში საკვებდანამატების და სხვა საკვები ინგრედიენტების დამატება. თაფლში მინიმალურამდე უნდა იყოს დაყვანილი უცხო სუნი და გემო, რომელიც წარმოიქმნება შენახვის და გადამუშავების დროს;
თაფლიდან ყვავილის მტვრის ან სხვა შემადგენელი კომპონენტის მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტვრის ან სხვა შემადგენელი კომპონენტის მოცილება განპირობეულია მასში მოხვედრილი უცხო არაორგანული და ორგანული ნივთიერებების მოცილების აუცილებლობით;
თაფლის გაცხელება და გადამუშავება ისე, რომ შეცვლილი იქნეს მისი ძირითადი მაჩვენებლები;
თაფლის მჟავიანობის ხელოვნურად შეცვლა; გამოკრისტალებული თაფლის ქიმიური და ბიოქიმიური მეთოდებით დამუშავება.
თაფლი არ უნდა დაექვემდებაროს ფერმენტაციასა და დუღილს. თაფლში არსებულ ბუნებრივ ფერმენტებს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს ფერმენტული აქტივობა.

თაფლი, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
შაქრის შემცველობა - ფრუქტოზისა და გლუკოზის ჯამური (საერთო) რაოდენობა (გ/100გ): ყვავილის (ნექტრის) თაფლი - არანაკლებ 60გ /100გ-ში ;
ცვარტკბილის თაფლი, ცვარტკბილის და ყვავილის (ნექტრის) თაფლის ნარევი (შერეული თაფლი) - არანაკლებ 45 გ/100 გ-ში.
საქაროზის შემცველობა (გ/100გ):
ყველა სახეობის თაფლში, გარდა ფრანგული ცხრატყავას ავსტრალიური ევკალიპტის - წითელი გუმფისის,  ევკრიფიას მცენარეების ყვავილის ნექტრიდან მიღებული თაფლისა - საერთო რაოდენობა - არაუმეტეს 5გ/100გ-ში;
მცენარეების - ციტრუსების (Citrus spp.), ცრუაკაციის (Robinia pseudoacacia), ჩვეულებრივი იონჯის (Medicago Sativa), მენზის ბანკსიას (Banksia menziesii), ფრანგული ცხრატყავას (French honeysuckle, Hedysarum), ავსტრალიური ევკალიპტის - წითელი გუმფისის (Eucalyptus camadulensis), ევკრიფიას (Eucryphia lucida, Eucryphia milliganii) ყვავილებიდან მიღებულ თაფლში - არაუმეტეს 10 გ/100 გ-ში;
მცენარეების - ლავანდის (Lavandula spp.), კიტრისუნას (Borago officinalis) ყვავილებიდან მიღებულ თაფლში - არაუმეტეს 15 გ/100 გ-ში.

სინესტის მასური წილი (%):
ყველა სახეობის თაფლისათვის, გარდა მცენარე მანანას თაფლისა - არაუმეტეს 20%;
მცენარე მანანას (Calluna) თაფლისათვის - არაუმეტეს 23%;
საკონდიტრო თაფლი მცენარე მანანასგან - არაუმეტეს 25%;
წყალში უხსნადი მყარი ნაწილაკები (გ/100გ):
თაფლის ყველა სახეობისათვის, გარდა დაწნეხილი თაფლისა - 0,1 გ/100 გ-ში;
დაწნეხილი თაფლისათვის - 0,5/100 გ-ში;
ელექტროგამტარობა (მილისიმენსი/სმ - მლს/სმ):

თაფლის ყველა სახეობისა და მათი ნარევისათვის, გარდა ცვარტკბილის და წაბლის ყვავილიდან მიღებული თაფლისათვის, ასევე, მათი ნარევისათვის, - არაუმეტეს 0,8 მლს/სმ-ში;
ცვარტკბილის და წაბლის ყვავილიდან მიღებული თაფლისათვის, ასევე, მათი ნარევისათვის, ხემარწყვა, მოლურჯო მანანა , ევკალიპტი, ცაცხვი ჩვეულებრივი მანანა , მანუკა ანუ ჩაის ხე დადგენილი თაფლის სახეობისათვის - არაუმეტეს 0,8 მლს/სმ.
საერთო მჟავიანობა:
თაფლის ყველა სახეობისათვის - არაუმეტეს 50 მილიეკვივალენტი მჟავისა, ყოველ 1000 გ თაფლში;
საკონდიტრო თაფლისათვის - არაუმეტეს 80 მილიეკვივალენტი მჟავისა, ყოველ 1000 გ თაფლში.
დიასტაზური (ამილაზური) აქტივობა და ჰიდროქსილმეთილფურფურალი (ჰმფ), რომლის განსაზღვრა ხდება თაფლის დამუშავებისა და შერევის შემდეგ:
დიასტაზური (ამილოლიზური) აქტივობა (შადეს შკალის მიხედვით):
ყველა სახეობის თაფლისათვის, გარდა საკონდიტრო თაფლისა - არანაკლებ 8;
თაფლისათვის, რომელიც ბუნებრივი ფერმენტების ნაკლებ რაოდენობას შეიცავს (მაგ. ციტრუსის თაფლი) და მასში      ჰიდროქსილმეთილფურფურალის (ჰმფ) შემცველობა არ აღემატება 15 მგ/კგ - არანაკლებ 3;
ჰიდროქსილმეთილფურფურალი (ჰმფ) (მგ/კგ):
ყველა სახეობის თაფლისათვის, გარდა საკონდიტრო თაფლისა - არაუმეტეს 40 მგ/კგ („ზ.ა.ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით);
თაფლი, რომელიც წარმოშობილია ტროპიკული კლიმატის ზონიდან და მათი ნარევისათვის - არაუმეტეს 80 მგ/ კგ.